ძლიერი
მიწისძვრა მოხდა ირანში. სეისმოლოგიური სამსახურების ცნობით, 5
მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები გამთენიისას, ქვეყნის აღმოსავლეთით,ჰორასანის პროვინციაში, ქალაქ ქაენთან დაფიქსირდა.
ეპიცენტრი დასახლებული პუნქტიდან 78 კილომეტრითაა დაშორებული.
ინფორმაცია ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ამ დროისთვის არ ვრცელდება.
დამანგრეველი მიწისძვრა ირანში გასულ თვეშიც დაფიქსირდა. სტიქიას 300 ადამიანი
ემსხვერპლა.
Internet.ge