ავიაშოუ Quad City Air Show ქალაქ დავენპორტში ტრაგედიით დასრულდა. სასწავლო ფრენის დროს ათასობით მაყურებლის თვალწინ თვითმფრინავი L-39 Albatross ჩამოვარდა და აფეთქდა.
შედეგად მფრინავი დაიღუპა.
მანევრს 3 თვითმფრინავი ასრულებდა, რა დროსაც ერთ-ერთს ტექნიკური პრობლემები შეექმნა
მომხდარის გამოძიებით ახლა სპეციალური ჯგუფია დაკავებული, რომელიც აშშ-ის სამოქალაქო ავიაციის ფედერალური განყოფილების მითითებით შეიქმნა.
Internet.ge