გადაუღებელი წვიმის შედეგად ჩინეთის პროვინცია სიჩუანში 23 ქალაქი და დასახლებული პუნქტი დაიტბორა. წყალმა დაფარა მინდვრების თითქმის 29 ათასი ჰექტარი.
სტიქიამ დაანგრია 8500 საცხოვრებელი სახლი, საიდანაც ხელისუფლებამ თითქმის 63 ათასი ადამიანის ევაკუაცია მოახდინა.
სულ კი დაზარალებულად 656,6 ათასი ადამიანი ითვლება.
მსხვერპლის შესახებ ცნობები არ ვრცელდება.
Internet.ge