დასაქმების მინისტრი პაატა ტრაპაიძე ბოლნისში, "ერთიანი
ნაციონალური მოძრაობის" ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ კობა
ნაყოფიასთან ერთად იმყოფებოდა.
მინისტრი გაბრიჩიძეების ოჯახში, ადგილზე გაეცნო
სამუშაოს მაძიებელთა კითხვარის შევსების პროცესს.
გაბრიჩიძეების ოჯახში სტუმრობის შემდეგ, დასაქმების
მინისტრი და ბოლნისის მაჟორიტარობის კანდიდატი, ბოლნისის სოციალური მომსახურეობის
სააგენტოს შენობის წინ ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ.
პროგრამის გაცნობის შემდეგ პაატა ტრაპაიძემ ბოლნისელების შეკითხვებს
უპასუხა.
internet.ge