უბედური შემთხვევა მოხდა ქედაში. ადიდებულ მდინარეში 5 წლის გოგონა გადავარდა
და დაიხრჩო. ბავშვი მდინარეზე უფროს დებთან ერთად იმყოფებოდა.
თვითმხილველები ყვებიან, რომ ბავშვს ქვაზე აუცდა ფეხი და მდინარში ისე
ჩავარდა. დებმა კი მისი გადარჩენა ვეღარ მოახერხეს.
ადგილზე დროულად მივიდა სამაშველო ბრიგადა და მათ გოგონას ცხედარი
უბედური შემთხვევიდან რამოდენიმე მეტრის დაშორებით იპოვეს.
Internet.ge