ფინეთის ტელეკომპანიის
ჟურნალისტს ხელში შერჩა
სრულიად ახალი Nissan Qashqai-ს
საჭე.
კარი ანტენოლას
თქმით, მან სკამის
წინ წაწევა დააპირა
და ოდნავ მოეჭიდა
საჭეს, რომელიც მომენტალურად
მოძვრა და სადენებზე
დაეკიდა.
მომხდარ ინცინდენტთან დაკავშირებით ფინეთის საგზაო უსაფრთხოების სააგენტომ კომპანია "ნისანს" გამოძიების ჩატარება და უმოკლეს ვადებში, მაქსიმალურად ოპერატიულად ინფორმაციის წარდგენა მოსთხოვა იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა ეს შემთხვევა ერთადერთი.
სააგენტოს ექსპერტი ვარაუდობს, რომ საჭე რომელიღაც აქსესუარების დამონტაჟების დროს მოხსენს და შემდეგ არასწორად მიამაგრეს.
თავის მხრივ, `ნისანი~ ირწმუნება, რომ ინცინდენტს მთელი სერიოზულობით გამოიძიებს, მაგრამ თვლის, რომ ეს იზოლირებული შემთხვევაა, რომელიც არ საჭიროებს ავტომობილების მასობრივად გამოწვევას.
კომპანიის წარმომადგენლობის განცხადებით, ბრიტანული ქარხნის ინჟინერი, სადაც მანქანაა წარმოებული, უკვე ჩავიდა ფინეთში, დაათვალიერა ავტომანქანა და მომძვრალი საჭე წაიღო.
მომხდარის მიზეზების შესახებ ჯერჯერობით არაფერია ცნობილი.
Internet.ge