რუსეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სიახლოვეს, ღია ცის შეთანხმების შესაბამისად, ფრენები არ უნდა ხორციელდებოდეს.
ამის არგუმენტად უწყებამ ის დაასახელა, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი რესპუბლიკებია.
‘’რუსეთის ფედერაცია კვლავაც იმ პოზიციაზეა, რომ ფრენა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზღვრებთან 10 კილომეტრზე ახლოს, ღია ცის შეთანხმების მე-6 მუხლის უხეში დარღვევაა" - განუცხადეს ‘’ინტერფაქსს" სამინისტროში და დასძინეს, რომ აშშ-ის პოზიცია, როცა ის ანგარიშს არ უწევს ამ გარემოებას (ანუ არ აღიარებს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობას), შეიძლება ნეგატიურად აისახოს ევროპაში სამხედრო უსაფრთხოების გამყარების ინსტრუმენტების ფუნქციონირებაზე და ნდობაზე, მათ შორის, ღია ცის შეთანხმებზე – აცხადებენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
Internet.ge