GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
პრემიერ–მინისტრმა რთველში მიიღო მონაწილეობა
14:16 05.09.2012
დღის სიახლეები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი გურჯაანის რაიონის სოფელ კარდენახში იმყოფებოდა, სადაც აფრიაშვილების ოჯახს ესტუმრა და ოჯახის წევრებთან ერთად რთველში მიიღო მონაწილეობა.

მოგვიანებით, პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი აფრიაშვილების ოჯახის უფროსთან ერთად გურჯაანის კოტეხის ღვინის ქარხანაში გაემგზავრა და ყურძნის ჩაბარების პროცესს დაესწრო.

ქარხნის წარმომადგენლის განცხადებით, კოტეხის ღვინის ქარხანას დღეში 150 ტონა ყურძნის მიღება და გადამუშავება შეუძლია. მისი განცხადებით ანალოგიური სიმძლავრის ქარხნები ამოქმედდა ველისციხეში, ზეგანში და გურჯაანში, რის გამოც გურჯაანის რაიონში ყურძნის ჩაბარებისა და გადამუშავების პრობლემა მოიხსნა. ყურძნის ჩაბარების შემდეგ კარდენახელ გლეხს ქარხანაში ვაუჩერი გადაეცა, რომელიც მან ბანკში გაანაღდა. პრემიერ-მინისტრი პირადად გაეცნო ყურძნის ჩაბარებისა და ვაუჩერის განაღდების პროცესს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ყურძნის სახელმწიფო ვაუჩერით ანაზღაურებული თანხა გასულ წელთან შედარებით შავ ყურძენზე 25 თეთრიდან 35 თეთრამდე, ხოლო თეთრზე 15 თეთრიდან 25 თეთრამდე გაიზრდება. გარდა ამისა, კახეთის რეგიონში გაიხსნება 55 ყურძნის ჩამბარებელი პუნქტი, სადაც 1 კგ შავი ყურძნის ჩაბარება 1 ლარად იქნება შესაძლებელი.

პრემიერ-მინისტრმა აგრეთვე აღნიშნა, რომ კომპანიები დაზიანებულ ყურძენსაც შეისყიდიან, რომელზე ფასიც 1 კგ-ზე 35 თეთრიდან დაიწყება.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ცხინვალის პროკურატურა რუსულ კომპანიაზე საქმეს აღძრავს1
უკრაინაში დავით გურამიშვილის მემორიალური დაფა გაიხსნება2
რუსები საკუთარი ქვეყნის დასაცავად მზად არ არიან3
შსს „განახლებული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს4
არასაყოფაცხოვრებო მოხმარების ტარიფი რამდენიმე თეთრით გაძვირდა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X