დღეს, საქართველოს მთავრობის კანცელარიაში პრემიერ-მინისტრი ვანო
მერაბიშვილი, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს -
რადოსლავ სიკორსკის და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრს - კარლ
ბილდტს შეხვდა.
ვანო მერაბიშვილმა რადოსლავ სიკორსკისთან და კარლ ბილდტთან განიხილა
საქართველო-ევროკავშირს შორის თანამშრომლობაში არსებული მიღწევები და გამოწვევები
და საქართველოში არსებული სიტუაცია.
შეხვედრისას საუბარი აგრეთვე საქართველო-პოლონეთის და საქართველო-შვედეთის ორმხრივი
თანამშრომლობის საკითხებს შეეხო.
internet.ge