საქართველოს
პრეზიდენტმა
მიხეილ სააკაშვილმა ახალსოფელში, რთველში მიიღო მონაწილეობა.
ქვეყნის
პირველის პირის თქმით, ყურძნის ჩაბარების ფასი გაიზარდა და ხარისხმაც არ უნდა დაიკლოს. პრეზიდენტის შეფასებით, რთველი ქართველი კაცის ყველაზე დიდი ზეიმი და ქართველობის გამოხატულებაა.
„ჩვენი
ყურძენი ძალიან მალე გაითქვამს სახელს, ადრე მარტო რუსებმა და პოსტ საბჭოთა ქვეყნებმა იცოდნენ ახლა კი, ყველას გავაგებინებთ“,-
განაცხადა
სააკაშვილმა.
პრეზიდენტი
დღესვე ყვარელში იმყოფებოდა, სადაც "თბილღვინოს"
ქარხანა დაათვალიერა და იქ დასაქმებულ ადამიანებთან ერთად, ყურძნის დაწურვის პროცესს დაესწრო. მიხეილ სააკაშვილი იქვე მყოფ გლეხებსაც გაესაუბრა და ყურძნის ჩაბარების პირობებითა და ფასით დაინტერესდა. პრეზიდენტის თქმით, მომავალ წელს ყურძნის ჩაბარების პირობები კიდევ უფრო მეტად ხელსაყრელი იქნება.
მიხეილ
სააკაშვილმა
გლეხებთან
საუბრისას
აღნიშნა, რომ მომდევნო წლებში გასაყიდი ღვინის რაოდენობის ზრდასთან ერთად აუცილებელია, შენარჩუნდეს ქართული ღვინის მაღალი ხარისხი და უნდა დაიწყოს ქართული ღვინის მასშტაბური პოპულარიზაცია, რათა ჩვენმა ღვინომ საბოლოოდ დაიმკვიდროს ადგილი მსოფლიო ბაზარზე.
internet.ge