სასტუმრო "რედისონში" „ამბასადორიალი 2012" დღეს დასრულდება.
დღისწესრიგის მიხედვით, დღეს, ელჩები და მოწვეული მაღალი რანგის დიპლომატები ეკონომიკურ პროექტებზე
იმსჯელებენ.
კონფერენციას ბრიტანეთში შეერთებული შტატების ეკონომიკური ატაშე ჯონ ბაიდენ სტაინი გახსნის. დიპლომატების წინაშე საქართველოს საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ნიკა გილაურიც წარდგება.
გუშინ კი, ამბასადორიალის ფარგლებში, ნატოს
გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი სიტყვით გამოვიდა. გენერალურმა მდივანმა
საქართველო უკვე დატოვა.
internet.ge