ყუბანში საავადმყოფოს სახურავის ჩამონგრევის შედეგად ერთი
ადამიანი დაიღუპა, ამის შესახებ რუსეთის
საგამოძიებო
კომიტეტის პრესსამსახური იტყობინება.
ინციდენტი შაბათს ღამით მოხდა.
1985 წელს აშენებული ცენტრალური საავადმყოფოს სახურავის ჩამონგრევამ იატაკიც დააზიანა, ამ დროისთვის შენობაში 6 ადამიანი იმყოფებოდა.
სიცოცხლისთვის
შეუთავსებელი
ტრავმა მიიღო ქალბატონმა, რომელიც სამედიცინო
დაწესებულებაში
მზარეულად მუშაობდა. იგი მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა.
დაშავდა კიდევ ხუთი ადამიანი.
ინციდენტის დროს საავადმყოფოში 600 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის - 81 ბავშვი.
საქმეზე სისხლის სამართლის
საქმე უკვე აღიძრა. მიმდინარეობს გამოძიება.
internet.ge