„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კრწანისის რაიონის მაჟორიტარობის
კანდიდატის, დავით საყვარელიძის ინიციატივით, ფონიჭალაში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა
სპორტულ აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა.
ახალგაზრდებმა ფონიჭალის შიდა გზებზე გარბენი მოაწყვეს. ველორბოლაში
დღესვე მონაწილეებს დავით საყვარელიძეც შეუერთდა.
დავით საყვარელიძის თქმით, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიცაზია
მისი მთავარი პრიორიტეტი იქნება.
„დღეს გადავწყვიტეთ ზემო ფონიჭალაში, კრწანისელებთან ერთად
მოგვეწყო მცირე ველორბოლა. ჩემი, როგორც მაჟორიტარობის კანდიდატის ერთ-ერთი მთავარი
ამოცანა ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიცაზია იქნება“ - განაცხადა
დავით საყვარელიძემ.
internet.ge