„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველმა ნომერმა დავით
ბაქრაძემ ახალი სახელმწიფო სადაზღვეო პროგრამა შეამოწმა და მცხეთაში,
პენსიონერ ქალბატონთან ერთად, კლინიკაში მივიდა.
61 წლის ქალბატონი უკვე სარგებლობს სახელმწიფო დაზღვევით და მან რამდენიმე
სახის გამოკვლევა ჩაიტარა.
დავით ბაქრაძე კლინიკაში მომუშავე მედპერსონალსაც შეხვდა და პროგრამის
მიმდინარეობის დეტალებზე ესაუბრა.
„ძალიან დიდი ნაბიჯი გადავდგით ხელმისაწვდომი ჯანდაცვისკენ, საქართველოს
თითქმის ყველა რეგიონში არსებობს ახალი საავადმყოფო. სექტემბრიდან უკვე ყოველი
მეორე ადამიანი არის დაზღვეული და სახელმწიფოს ხარჯზე შეუძლია მკურნალობა. ჩვენი
მთავარი ამოცანაა გავაგრძელოთ ეს პროგრამა და ყველა ადამიანი იყოს
დაზღვეული“,-განაცხადა დავით ბაქრაძემ.
internet.ge