მინიმუმ 23 ადამიანი ცოცხლად დაიწვა პაკისტანის
ქალაქ ლახორის ფეხსაცმლის სამკერვალო ფაბრიკაში.
18 ადამიანი კი სხვადასხვა ხარისხის დამწვრობით
ჰოსპიტალიზებულია.
ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, მსხვერპლთა
რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს, რადგან ხანძრის ჩაქრობის შმდეგ შენობის
ნანგრევებში, გამორიცხული არ არის, ცხედრები კიდევ იპოვონ.
რა გახდა ხანძრის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.
ზუსტად ანალოგიური შემთხვევა მოხდა დღესვე მოსკოვის
გარეუბანში, სადაც ასევე სამკერვალო ფაბრიკაში ხანძრის შედეგად 14 ადამიანი
დაიღუპა, 18 კი დაზარალდა. ყველა მათგანი ვიეტნამის მოქალაქეები არიან.
Internet.ge