აშშ-ის საელჩი
ეგვიპტეში, რომლის ირგვლივაც რამდენიმე საათია მასობრივი საპროტესტო აქცია დაიწყო,
სამართალდამცველებით არის გარშემორტყმული - აცნობა ჟურნალისტებს ეგვიპტის შსს-ს
წარომადგენელმა.
პოლიცია
ცდილობს გაწმინდოს ტერიტორია დემონსტრანტებისგან. ისინი პროტესტს გამოთქვამენ იმის გამო, რომ აშშ-ში
აპირებენ აჩვენონ ფილმი, რომელიც, მათი აზრით მუჰამედის სახელს ბღალავს.
საღამოს
ლოცვის შემდეგ რამდენიმე ათასი ადამიანი გარს შემოერტყა ამერიკის საელჩოს, ისინი
ანტიამერიკულ ლოზუნგებს სკანდირებენ და ამერიკის დროშაც დაწვეს.
სამაგიეროდ,
შენობასთან აღმართეს შავი დროშა, კედლებზე კი უცენზურო ფრაზები დაწერეს.
ამასთან
აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ მათი მიზანი არ არის დიპლომატიური მისიის
ტერიტორიაზე შეჭრა.
ამ
დროისათვის პოლიცია და ეგვიპტის რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლები
ცდილობენ დაარწმუნონ დემონსტრანტები, რომ დაიშალნონ.
internet.ge