იულია ტიოშენკოსთან ერთად
საკანში მცხოვრები პატიმარი ქალი იულია აბაპლოვა სანდალურ განცხადებებს აკეთებს.
მან ინტერვიუ მისცა
სააგენტოს „უკრაინის ნაციონალური ახალი ამბები” და განაცხადა, რომ
ექს-პრემიერი თამაშობს, რომ ავადაა და ცრუობს, როცა პირობებზე წუხს.
აბაპლოვას თქმით,
ტიმოშნკოს კომფორტული საკანი და მრავალფეროვანი საკვები ჰქონდა - რომელსაც გარედან
უგზავნიდნენ - ზღვის პროდუქტებით დაწყებული, ეგზოტიკური ხილითა და ბოსტნეულით
დამთავრებული.
აბაპლოვა ამბობს, რომ
საკანში ერთად ყოფნის პერიოდში, ის, პრაქტიკულად, ტიმოშენკოს მოსამსახურე იყო -
ალაგებდა, საჭმელს და აბაზანას უმზადებდა.
მთელი ამ ხნის
განმავლობაში კი დაასკვნა, რომ ტიმოშენკოს ჩივილი ჯანმრთელობაზე - ფარსია.
ტიმოშენკოს
მხარდამჭერებმა ემ სკანდალურ ინტერვიუს მაშინვე სიცრუე უწოდეს და განაცხადეს, რომ
აბაპლოვას 5 თვის განმავლობაში ტანჯავდნენ და აწამებდნენ ციხეში, რომ ეს ყველაფერი
ეთქვა. ისინი საზოგადოებას ამ ზეწოლის დამადასტურებელი ფაქტების წარმოდგენასაც
პირდებიან.
Internet.ge