90 წლის
მამაკაცმა, რომელიც ლუდის ბარს 72 წლის განმავლობაში ყოველ დღე სტუმრობდა, საჩუქრად
აღნიშნულ ბარში პერსონალური ადგილი მიიღო. როგორც ცნობლია, მან ამ პერიოდის
განმავლობაში 30 000 პინტა ლუდი დალია.
პენსიონერი არტურ რეიდი
ბარში 1940 წლიდან დადის.
„მე აქვე ვცხოვრობ და
ძალიან ბევრს ვმუშაობდი ყოველთვის. შუადღეს, როდესაც დაღლილი ვიყავი, ყოველთვის აქ
შემოვდიოდი. არც კი მიფიქრია სხვაგან შორს წასვლა“, – განაცხადა არტურ რეიდმა.
„მე აქ ძალიან დიდი
ხანია დავდივარ და იმედი მაქვს, რომ კიდევ რამდენიმე წელი ვივლი“, – დასძინა მან.
Internet.ge