"ან-28"-ის ნამსხვრევები
სოფელ პალანიდან 10 კილომეტრში იპოვეს. თვითმფრინათან, რომელიც
პეტროპავლოვსკი-კამჩატკა-პალანას რეისს ასრულებდა, კავშირი დღეს დილით შეწყდა.
ვერტმფრენმა თვითმფრინავი 900 მეტრის სიმაღლეზე კედარის ტყეში აღმოაჩინა.
ნაპოვნია ცხედრებიც. თვითმფრინავის 10 მგზავრი მაშველებს დაღუპული დახვდათ, 3
ადამიანი კი გადარჩა.
ადგილზე ამ დროისათვის კრიმინალისტები მუშაობენ.
internet.ge