საქართველოს პრეზიდენტმა ყვარელში, საკუთარ კარ-მიდამოში ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ურმას პაეტის უმასპინძლა.
ურმას
პაეტიმ სიმბოლურად რთველში მიიღო მონაწილეობა და პრეზიდენტის კარ-მიდამოში ყურძენი
საკუთარი ხელით დაკრიფა.
მიხეილ
სააკაშვილმა და გრიგოლ ვაშაძემ ესტონეთის პირველ დიპლომატს ქართული ტრადიციებით,
ყურძნის დაწურვის ტექნოლოგიები გააცნეს.
რთველთან
ერთად ურმას პაეტიმ ყურძნის დაწურვის პროცესშიც მიიღო მონაწილეობა და ქართული
ღვინო დააგემოვნა.
Internet.ge