ქალი, რომელიც
საკუთარ ავტომობილს მართავდა, ნასვამი კანიბალის მსხვერპლი გახდა. შემთხვევა
ჩინეთში მოხდა.
საჭესთან მჯდომ
ქალს მოძრაობისას გზა მამაკაცმა გადაუჭრა. როგორც მოგვიანებით გაირკვა,
თავდამსხმელი ავტობუსის მძღოლი იყო. მან მანქანის მინა ჩაამტვრია, რის შემდეგაც
ქალს ეცა და მისი სახის მოჭმა დაიწყო.
გაცხოველებული
მამაკაცისა და დასისხლიანებული ქალის გაშველება გამვლელებმა მოახერხეს.
კანიბალის
მსხვერპლი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მას რამდენიმე პლასტიკური ოპერაცია
დასჭირდა, რომ დაზიანებული ტუჩები და ცხვირი აღედგინა.
Internet.ge