„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი
გიორგი კარბელაშვილი „კავკასუს ონლაინის“ ოფისს ესტუმრა, ადგილზე დასაქმებულებს
გაესაუბრა და სხვადასხვა განყოფილებებში მიმდინარე პროცესები დაათვალიერა.
„კავკასუს ონლაინში“ ამ დროისათვის 800 ადამიანია დასაქმებული, წლის
ბოლომდე კი, კიდევ 50 ადამიანი დასაქმდება.
კარბელაშვილმა აღნიშნული სფეროს განვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა,
რომ საჭიროა სახელმწიფომ პირობების გაუმჯობესებაზე იზრუნოს. კარბელაშვილი
სტაჟიორებსაც შეხვდა და მათ წარმატება უსურვა.
„კავკასუს ონლაინი ერთ-ერთი ძლიერი კომპანიაა და ასეთი კომპანიები
ბევრი უნდა იყოს, სახელმწიფო კი, მათ ხელს უნდა უწყობდეს, რასაც ჩვენ აუცილებლად
გავაკეთებთ“,- განაცხადა კარბელაშვილმა.
internet.ge