ლიბიაში ისლამისტთა თავდასხმის შედეგად დაღუპული ამერიკელი
დიპლომატების ცხედრები სამშობლოში ჩაასვენეს.
თვითმფრინავი მერილენდის შტატის „ენდრიუს“ ავიაბაზაზე დაეშვა.
სამგლოვიარო ღონისძიებაში, პრეზიდენტი ბარაკ ობამა, სახელმწიფო
მდივანი ჰილარი კლინტონი და ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი მონაწილეობდნენ.
ბარაკ ბამას თქმით, აშშ არ დაუშვებს ძალადობას მისი დიპლომატების
მიმართ.
ჰილარი კლინტონმა კი განაცხადა, რომ ეგვიპტელებს, იემენელებსა და
ტუნისელებს დიქტატორების წინააღმდეგ იმის გამო არ უბრძოლიათ, რომ ისინი „ბრბოს
ტირანიით“ შეეცვალათ.
internet.ge