ბაშკირეთში მატარებელმა გოგონას ორივე ფეხზე გადაუარა.
9 წლის ადელინა სარკინიგზო გადასასვლელზე მეგობრებთან ერთად
სეირნობდა. ამ დროს სატვირთო შემადგენლობამ გამოიარა და ბავშვებმა მასზე ახტომა
მოისურვეს.
ადელინას კი ფეხი დაუსხლტა, რა დროსაც გადაუარა კიდეც მატარებელმა.
მეგობრების თვალწინ მატარებელმა მას ორივე ფეხი მოჰკვეთა.
ახლა გოგონა რეანიმაციაშია მოთავსებული. ტრაგედიის ზუსტ მიზეზებს
საგამოძიებო კომიტეტი სწავლობს.
Internet.ge