GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
თავდაცვის მინისტრი აშშ-ში მაღალი რანგის შეხვედრებს განაგრძობს
16:34 15.09.2012
დღის სიახლეები
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დიმიტრი შაშკინმა შეხვედრები გამართა აშშ-ს თავდაცვის მდივნის მოადგილის მრჩეველთან დოქტორ ქეთლინ ჰიქსთან და თავდაცვის დაზვერვის სააგენტოს გენერალ ლეიტენანტ მაიკლ ფლინთან. 

შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს აშშ-საქართველოს შორის გაფორმებულ ექვსპუნქტიან შეთანხმებაზე, რომელიც თავდაცვის სფეროში გაღრმავებულ თანამშრომლობას გულისხმობს, კერძოდ, საჰაერო თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერება, თავდაცვით საბრძოლო საინჟინრო სფეროში წვრთნა და განათლება, მხარდამჭერის ვერტმფრენების მიმართულებით წვრთნა და განათლება. 

შეხვედრაზე ამერიკულმა მხარემ მხარდაჭერა გამოხატა ექვსპუნქტიანი გეგმის იმპლემენტაციის კუთხით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია გეგმის განხორციელება ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობის უსაფრთხოების კუთხით და თავდაცვის შესაძლებლობების გაზრდის მხრივ, აგრეთვე მათ მზადყოფნა გამოხატეს დახმარებისთვის ISAF-ის მისიის დროს დაჭრილი ჯარისკაცების რეაბილიტაციის პროცესში. 

დოქტორი ქეთლინ ჰიქსი-პოლიტიკის დარგში თავდაცვის მდივნის მოადგილის მრჩეველი. თავდაცვის მდივნის მრჩეველი ყველა იმ საკითხში, რომელიც აშშ-ს თავდაცვის ეროვნული პოლიტიკისა და სტრატეგიის განვითარებასა და აღსრულებას ეხება. 

მისი ხელმძღვანელობით მომზადდა თავდაცვის სტრატეგიული სახელმძღვანელო (2012 Defense Strategic Guidance) და თავდაცვის სფეროს მიმოხილვა ოთხწლიანი საანგარიშო პერიოდისათვის (2010 Quadrennial Defense Review ). გარდა ამისა, ჰიქსი ხელმძღვანელობდა აშშ-ს სამხედრო ძლიერების, შეიარაღებული ძალების სტრუქტურის, თავდაცვითი მოქმედებებისა და შესაძლებლობების ინტეგრირებული შეფასების პროცესს.

internet.ge
აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
თავდაცვის მინისტრი აშშ-ში მაღალი რანგის შეხვედრებს განაგრძობს1
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“2
როგორ გავაწყოთ ლამაზად სააღდგომო სუფრა3
ფორბს საქართველოს მიხედვით ჰიპერმარკეტი „გორგია“სამშენებლო-სარემონტო მასალების სფეროს უპირობო ლიდერია.4
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X