მიკროავტობუსის მძღოლმა, რომელსაც ბავშვები გადაჰყავდა, საჭე ვერ
დაიმორჩილა და ავტობუსი მდინარეში გადავარდა, სადაც ჩაიძირა.
შემზარავი ავტოკატასტროფა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის აღმოსავლეთით
მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულია მინიმუმ 11 ბავშვი.
„ჩვენ დავადასტურეთ 11 ადამიანის სიკვდილის ფაქტი, რომლებიც
დაიხრჩვნენ ან ტრავმების შედეგად დაიღუპნენ. აქედან 10 ბავშვია, ერთი კი
ზრდასრული, სავარაუდოდ, ავტობუსის მძღოლი“ - განაცხადა პოლიციის წარმომადგენელმა.
ადგილობრივი
ტელევიზია გამოთქვამს ვარაუდს, რომ ავარიის მიზეზი, შეიძლება, მიკროავტობუსის ძროხასთან
შეჯახება გამხდარიყო, რომელიც იმ მომენტში გზაზე გადადიოდა.
internet.ge