საქართველოს პირველმა ლედიმ მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება 55- ე
საჯარო სკოლიდან მიულოცა.
სანდრა ელისაბედ რულოვსის განცხადებით, წელს მოსწავლეებს უკეთესად
მომზადებული პედაგოგები დახვდებიან.
„სკოლებში უსაფრთხოების ნორმები დაცულია. ბევრი სკოლა გარემონტდა,
საგანმანათლებლო დაწესებულებები ახალ სასწავლო წელს მომზადებულნი ხვდებიან“, -
განაცხადა რულოვსმა.
მან უფროს კლასელებს ურჩია საქმე სიყვარულით გააკეთონ.
„ვესაუბრე უფროს კლასელებს, აუცილებელი არ არის ყველა უმაღლესში
მოხვდეს, საქართველოში პროფესიის დაუფლების საშუალება გაჩნდა, მთავარია გიყვარდეს
ესა თუ ის საქმე და აკეთო ის სიყვარულით“,- განმარტა პირველმა ლედიმ.
Internet.ge