ქალაქის
ცენტრში ახალ სუპერმარკეტი დღეს, თბილისის მერმა გიგი უგულავამ და „ვისოლი ჯგუფის“ პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ გახსნეს.
„ვისოლი
ჯგუფმა“ საქართველოს ფოსტის ყოფილ შენობაში, სუპერმარკეტ „სმარტის" ახალი ობიექტი განათავსა. სუპერმარკეტი სამ სართულზეა განთავსებული და 1 600 კვ.მ სავაჭრო ფართს მოიცავს. მარკეტში ასევე ფუნქციონირებს „სმარტ კაფე“ და ინტერნეტ (WIFI)
ზონა, ბანკომატი და სწრაფი გადახდის აპარატები.
თანამედროვე
სავაჭრო ცენტრში 223 ადამიანი დასაქმდა. თანამშრომელთა ნაწილი კომპანიამ თბილისის მერიის დასაქმების მსურველთა ბაზიდან შეარჩია.
internet.ge