GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
საქართველოში პოლონეთის მარეგულირებელი ოფისის დელეგაციის წევრები იმყოფებიან
17:40 17.09.2012
დღის სიახლეები

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, პოლონეთის რესპუბლიკის ელექტრონული კომუნიკაციების ოფისის წარმომადგენლები სტუმრობენ. სამკაციან დელეგაციას, პოლონეთის მარეგულირებელი ოფისის პრეზიდენტი, მაგდალენა გაჯი ხელმძღვანელობს.

ოთხდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მაგდანელა გაჯი, თავის ქართველ კოლეგას, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარეს, ირაკლი ჩიქოვანს შეხვდა. ასევე დაგეგმილია შეხვედრები კომისიის აპარატის სხვადასხვა დეპარტამენტების ხელმძღვანელ პირებთან.

ვიზიტი ორი ქვეყნის მარეგულირებელ ორგანოებს შორის 2011 წელს გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება. მხარეებმა თანამშრომლობის შედეგად მიღწეული შედეგები შეაჯამეს და სამომავლო გეგმებზეც შეთანხმდნენ.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ გამოთქვა სურვილი გამოცდილება გაიზიაროს სიხშირული სპექტრის ეფექტური მართვისა და განაწილების საკითხებში, ასევე, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესში ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევების შესახებ და ტელეკომუნიკაციების ბაზრის სხვადასხვა სეგმენტების კვლევისა და ანალიზის ჩატარების მეთოდოლოგიის შესახებ.

პოლონური მხარე კი, მზად არის საქართველოში გამოაგზავნოს სპეციალისტები და ქართველ კოლეგებს გამოცდილება ადგილზე გაუზიარონ. გარდა ამისა, ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს კომუნკაციების ეროვნული კომისიის აპარატის თანამშრომელთა ვიზიტი პოლონეთის რესპუბლიკის ელექტრონული კომუნიკაციების ოფისში.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
პრეზიდენტმა თელავში იუსტიციის სახლი და „ნადიკვარის“ პარკი გახსნა (VIDEO)1
გეგა მგალობლიშვილი: რასმუსენმა რუსეთის მიმართ ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი გააკეთა2
ბიძინა ივანიშვილი: დღეებს ვითვლი როდის წავალ პოლიტიკიდან3
ივანიშვილი: სწორედ ისეთი აქციების გამართვას ვაპირებდით როგორსაც „ნაციონალური მოძრაობა“ გეგმავს4
ბიძინა ივანიშვილი: მერაბიშვილი ჩემ საპირწონედ ვერ გამოდგება5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X