უბედური შემთხვევა მოხდა ინგუშეთში, ერთ-ერთი
სახლის მშენებლობაზე.
როგორც „კომსომოლსკაია პრავდა“ იუწყება,
რესპუბლიკის პოლიციაში მიიღეს შეტყობინება იმის შესახებ, რომ ქალაქ ნაზრანის
ფაბრიჩნაიას ქუჩაზე მამაკაცის ცხედარია ნაპოვნი.
სამართალდამცველებმა გამოარკვიეს, რომ დაღუპული
საქართველოს მოქალაქეა.
დათო
ყარაულაშვილი სახლის მშენებლობისას მესამე სართულიდან გადმოვარდა და მიღებული
დაზიანებების შედეგად ადგილზევე გარდაიცვალა. ცხედარი ნაზრანის მორგშია გადასვენებული.
internet.ge