პარლამენტის დღევანდელ
პლენარულ სხდომაზე, სახალხო დამცველი, გიორგი ტუღუში,
2011 წლის 645 გვერდიან ანგარიშს წარადგენს.
სხდომაზე, ომბუდსმენი ანგარიშის
წარდგენის გარდა, დეპუტათა კითხვებსაც უპასუხებს.
გიორგი ტუღუშის ანგარიში 600-ზე მეტ გვერდს მოიცავს და მასში განსაკუთრებული ყურადღება სასჯელაღსრულებით სისტემაში არსებულ მდგომარეობაზეა გამახვილებული.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას, გიორგი ტუღუშს იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზეც მოუსმინეს.
სახალხო დამცველი, პარლამენტში ანგარიშით წელიწადში ერთხელ გამოდის.
internet.ge