მეორე მსოფლიო ომის
დროინდელი ავიაბომბის გაუვნებელყოფას გერმანიაში ნგრევა მოჰყვა.
ორი საცხოვრებელი სახლი
ღამით ჩამოიშალა, როცა გამნაღმველებმა მისი აფეთქება სცადეს.
აფეთქების ადგილზე
2-მეტრიანი ორმო წარმოიქმნა, ორი სახლის ნგრევის გარდა კი უახლოეს სახლებში მინები
და სახურავები დაიმსხვრა. დაზიანდა ფასადებიც. ახლა ექპერტები სწავლობენ, რამდენად
უსაფრთხოა სახლები, სადაც კედლები დაინგრა.
თავდაპირველად, იმ
ადგილიდან, სადაც ბომბი იპოვეს, 8 ათასი ადამიანი იყო ევაკუირებული, ბომბის
გაუვნებელყოფაზე კი 900 ადამიანი მუშაობდა. ამასთან, ბომბის სხვაგან გადატანა და
აფეთქება შეუძლებელი იყო.
მეორე მსოფლიო ომის
დროინდელი ავიაბომბი მუშებმა მშენებლობისას იპოვეს, ის უკვე დაზიანებული იყო და
სპეციალისტები შიშობდნენ, რომ ის უკვე მოქმედებაში იყო მოყვანილი.
Internet.ge