უკანა რიგებში მსხდომ მგზავრებს ავიაკატასტროფისას გადარჩენის მეტი შანსი აქვთ (VIDEO)
თვითმფრინავის
მგზავრებიდან გადარჩენის მაქსიმალური შანსი იმ ადამიანებს აქვთ, რომლებიც მის
კუდში სხედან. ასეთი დასკვნა გააკეთეს უნიკალური ექსპერიმენტის შედეგად, რომლის
დროსაც სამგზავრო ლაინერი სპეციალურად ნაწილებად დაამტვრიეს, რათა ენახათ, რა ხდება
კატასტროფის დროს მის ბორტზე.
ექსპერიმენტი
ამერიკა-მექსიკის საზღვარზე სონორას უდაბნოში ჩაატარეს.
Boeing 727 მფრინავმა მოიყვანა, რომელიც ავიაკატასტროფის
დაგეგმილ ადგილზე მიფრენამდე, თვითმფრინავიდან პარაშუტრით გადმოხტა. ამის შემდეგ
ლაინერს დისტანციური პულტით მართავდნენ.
მიწის
სიახლოვეს მყოფი კი უკვე თავისუფალ ფრენაზე მიუშვეს, რის შედეგადაც ის მიწას 225
კილომეტრ-საათი სიჩქარით დაენარცხა. ეს არის ავარია, რომლის დროსაც გადარჩენის
შანსი პრაქტიკულად არ არსებობს.
ექსპერიმენტისას
დადგინდა, რომ თვითმფრინავი ჩამოვარდნისას, ძირითად დარტმას ცხვირის ნაწილში იღებს.
ასე რომ, რისკს ექვემდებარებიან მგზავრები, რომლებიც ბიზნეს-კლასით მგზავრობენ,
რომელთა ადგილიც მფრინავის კაბინის სიახლოვესაა.
ეკონომ-კლასის
მგზავრებს, რომლებიც უკანა რიგებში სხედან, ექსტრემალურ სიტუაციაში გადარჩენის
მეტი შანსი აქვთ, თუმცა იმ პირობით, თუკი ტექნიკური უსაფრთხოების ყველა წესი დაცული
იქნება.
ცდისას, თვითმფრინავის კუდში სამი მანეკენი ჩასვეს,
რომლებიც კრაშტესტის დროს გამოიყენება. ერთი, წესისამბერ, ღვედით იყო დაბმული და
ავარიისას უსაფრთხო პოზიციაც დაიკავა: ტორსი წინ გადახარა, თავი კი წინა სავარძლის
საზურგეს დაადო.
მეორე მანეკენი, რომელიც მხოლოდ ღვედს მიენდო,
გაჭიმული ზურგით ჯდომას განაგრძობდა, მესამემ კი ყველა წესი დაარღვია.
შედეგად, პირველი მანეკენი თითქმის არ დაზიანებულა,
მეორემ თავის სერიოზული ტრავმა მიიღო, მესამე ადგილზევე დაიღუპა.
ექსპერტები, რომლებმაც ბოინგის ავიაკატასტროფა
მოაწყვეს, აცხადებენ, რომ უკეთესია, მგზავრებმა, ბილეთები ეკონომ-კლასზე შეიძინონ
და ლაინერის კუდში ჩასხდნენ, იმ რიგებში, სადაც სარეზერვო გასასვლელია.
შეგახსენებთ, რომ 4 მგზავრი, რომლებიც კამჩატკაზე Ан-27-ის ავიაკატასტროფის შედეგად გადარჩნენ,
სწორედ თვითმფრინავის ბოლო ნაწილში ისხდნენ.
internet.ge