„სამართლიანი
არჩევნებისა
და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ უკიდურეს შეშფოთებას გამოთქვამს ტელეკომპანიების
მიერ გავრცელებული ვიდეო კადრების გამო, სადაც ასახულია გლდანის მე-8 საპყრობილეში პატიმართა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები.
„სამართლიანი
არჩევნები“
მოუწოდებს
სახალხო დამცველს შეისწავლოს აღნიშნული
საკიტხი და მყისიერად იმოქმედოს მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.
“მივიჩნევთ რა, რომ კადრებში დაფიქსირებული ქმედებები წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო სამართლის ნორმებით გარანტირებული ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევას, მოვუწოდებთ შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს დაუყოვნებლივ მოახდინონ რეაგირება შემზარავ ფაქტთან დაკავშირებით და დააყენონ ძალადობრივ ქმედებებში მონაწილე პირების პასუხისმგებლობის საკითხი”,- ნათქვამია გავრცელებულ
განცხადებაში.
internet.ge