‘’მემარჯვენეები" პატიმართა ღირსების შემლახველ ფაქტებზე უმკაცრეს რეაგირებას ითხოვენ
“რამდენიმე სატელევიზიო არხით
გუშინ გავრცელებული პატიმართა წამების ამსახველი შემზარავი კადრები არის ლოგიკური შედეგი იმ უმძიმესი ვითარებისა, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში შეიქმნა საქართველოს სასჯელაღსრულების
სისტემაში”,- ასე გამოეხმაურნენ
„ახალი მემარჯვენეები“ პატიმართა წამების ფაქტს.
მათი თქმით, ხელისუფლების განცხადებები, რომ მომხდარი არის გარედან ჩარევის და დანაშაულის ინსპირირების შედეგი, ვერანაირად გაამართლებს იმას, რაც მთელმა საქართველომ ამ საშინელ კადრებში იხილა. მიუხედავად იმისა, რეალურია თუ არა ის რასაც
შსს აცხადებს, ნათელია, რომ ამ სისტემაში დასაქმებული ადამიანებისთვის პატიმართა ღირსების შელახვა და წამება ჩვეულებრივი ქმედებაა.
„ზემოთქმულიდან გამომდინარე პოლიტიკური გაერთიანება
"ახალი
მემარჯვენეები" კატეგორიულად მოვითხოვთ:
დაკმაყოფილდეს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრის ხათუნა კალმახელიძის განცხადება თანამდებობიდან გადადგომის შესახებ და დადგეს
მისი პერსონალური პასუხისმგებლობის
საკითხი;
დაიწყოს ყველა იმ თანამდებობის
პირის თუ რიგითი თანამშრომლის სისხლის - სამართლებრივი დევნა, რომლებიც მონაწილეობდნენ პატიმრების მიმართ იმ სასტიკ და არაადამიანურ მოპყრობაში. ისინი კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯონ;
ევროსაბჭოს
ადამიანის
უფლებათა უმაღლესი კომისრის ეგიდით დაიწყოს ამ და ზოგადად საქართველოს სასჯელაღსრულების
სისტემაში
პატიმართა
წამების ფაქტების საერთაშორისო გამოძიება;
და
ბოლოს, სასწრაფოდ მოხდეს მთლიანად პენიტენციალური სისტემის სრული საკადრო და სტრუქტურული რეორგანიზაცია. ეს სისტემა დასაშლელია და შესაქმნელია ახალი სისტემა კონტროლის ქმედითი მექანიზმებით, რომელიც მსგავს ფაქტებს გამორიცხავს და უზრუნველყოფს
პატიმართა
უფლებების
დაცვას საქართველოს ციხეებში.
იმედია,
საზოგადოების
ეს ბუნებრივი აღშფოთება და პროტესტი
მივა ლოგიკურ დასასრულამდე და დადგება
ყველა იმ თანამდებობის პირის პოლიტიკური და სამართლებრივი
პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც პენიტენციალურ სისტემაში პატიმართა წამებისა და დამცირების ასეთი გარემო შექმნა, ვინც იძლეოდა დავალებებს ან უშუალოდ
მინაწილეობდა
დანაშაულში“,-
ნათქვამია განცხადებაში.
Internet.ge