რუსული მედია საქართველოში მიმდინარე ბოლო
დღის მოვლენებს ყურადღებით ადევნებს თვალყურს და აღნიშნავს, რომ პატიმრების
წამებისა და ღირსების შემლახველი ფაქტების გავრცელების შედეგად საქართველოში
საპროტესტო გამოსვლები დაიწყო.
საინფორმაციო საშუალებები ამ ფაქტების
ამსახველ ვიდეო-მასალებსაც ავცრელებენ და მიუთითებენ, რომ უკვე დაკავებულნი არიან
ამ სისასტიკეში მონაწილეთა პირები, ნაწილი კი იძებნება.
„კომსომოლსკაია პრავდა“ წერს, რომ ქვეყნის
პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაპირდა მოსახლეობას, პასუხი აგებინოს ყველას, ვინც
ამაში მონაწილეობდა და ვინც მსგავსი ფაქტების არდაშვებაზე იყო პასუხისმგებელი.
გლდანის საპყრობილე და საქართველოში
გამართული აქციები დღეს რუსული მედიის ერთ-ერთი მთავარი თემაა. მაგალითად,
ტაბლოიდი „ლაიფ-ნიუსი“, რომელიც „ქართული სკანდალებით“ განსაკუთრებულად
ინტერესდება ხოლმე, „სარწმუნო წყაროებზე“ დაყრდნობით ავრცელებს
ინფორმაციას, რომ პროტესტს უკვე ციხეებში მყოფი პატიმრებიც გამოხატავენ, რის გამოც
ათასი პოლიციელი უკვე დამატებით გაიგზავნა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, რიგ
შემთხვევაში კი, ტაბლოიდის ცნობით, უკვე დაუმორჩილებლობის ფაქტებიც დაფიქსირდა.
Internet.ge