შორენა შავერდაშვილმა და აქციის სხვა ორაგანოზატორებმა, რომლებიც
ფილარმონიასთან მიმდინარე აქციას ორგანიზებას უწევენ, დამსწრე საზოგადოებას
თხოვნით მიმართეს, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გადაენაცვლათ.
აქციის მონაწილეების განცხადებით, შსს ძალიან შორს არის მათი შეკრების
ადგილიდან, ამიტომ შავერდაშვილმა მათ შესთავაზა მოდულის შენობასთან წასულიყვნენ.
შეკრებილი საზოგადოების თქმით კი, მოდული უშიშროების სამსახურს ეკუთვნის და ბაჩო
ახალაიასთან არაფერშუაშია.
აქციის ორგანიზატორები მოსალაპარაკებლად იყვნენ გასულები, რის
შემდეგაც გადაწყდა, რომ აქცია კანცელარიასთან გადაინაცვლებს და ეს მას შემდეგ
მოხდება, რაც მათ სტუდენტები და სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან შეკრებილი
პატიმრების მშობლები შეუერთდებიან.
internet.ge