ნატოს შემფასებელთა ჯგუფი თავდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმებს დადებითად აფასებს
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დღეს, ნატოს
თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის შეიარაღებული ძალთა განვითარების
დაგეგმვის დირექტორატის ხელმძღვანელს ფრენკ ბოლანდს უმასპინძლა.
ნატოს შემფასებელთა ჯგუფის ხელმძღვანელმა ფრენკ ბოლანდმა დადებითად
შეაფასა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ დაგეგმვისა და მიმოხილვის
პროცესისა (PARP) და ყოველწლიური ეროვნული პროგრამის (ANP) თავდაცვის ნაწილით
გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა ნატოს თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის
დირექტორატის ოფიცერი გუსტავ ვროემანი.
შეხვედრაზე დიმიტრი შაშკინმა ნატოს შემფასებელთა ჯგუფის წარმომადგენლებს თავდაცვის
სამინისტროს ახალი 3T კონცეფციაც გააცნო.
ვიზიტის ფარგლებში ფრენკ ბოლანდმა და გუსტავ ვროემანმა შეხვედრები
გამართეს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეებთან.
internet.ge