ამერიკის
შეერთებული
შტატების თავდაცვის მდივანმა ლეონ პანეტამ, ავღანეთში დაჭრილი ქართველი სამხედრო მოსამსახურე ვიცე-პოლკოვნიკი ალექსანდრე ტუღუში მოინახულა.
ლეონ
პანეტა, აშშ-ში ბეთესდაში მდებარე ვალტერ რიდის ეროვნულ სამხედრო სამედიცინო ცენტრს ესტუმრა, სადაც ვიცე-პოლკოვნიკი ალექსანდრე ტუღუში რეაბილიტაციის კურსს გადის.
ვიცე-პოლკოვნიკი ალექსანდრე ტუღუში საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ამერიკაში ოფიციალური ვიზიტის დროს ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით დააჯილდოვა. საქართველოს პრეზიდენტის შემდეგ ქართველი სამხედრო ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ინახულა.
ავღანეთში
31-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები სამშვიდობო მისიას 2011 წლის ნოემბერიდან ასრულებენ. ქართველი ჯარისკაცები ISAF-ის (საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალები) მისიის ფარგლებში ჰელმანდის პროვინციაში ამერიკული კონტინგენტის შემადგენლობაში მსახურობენ.
Internet.ge