ევროკავშირის
წევრი ქვეყნების ექსპერტების შემფასებელი მისიის ექსპერტთა ჯგუფი დღეს საქართველოს დატოვებს.
ვიზიტის
ფარგლებში, ექსპერტთა ჯგუფი
საქართველოს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ეწვია და სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის დირექტორებთან გამართა შეხვედრა.
შეხვედრაზე
საზღვრის დაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები და ქვეყანაში საზღვრის მართვის სისტემები განიხილეს. ექსპერტები პოლიციის აკადემიაშიც იმყოფებოდნენ და აკადემიის
სასწავლო კურსებს გაეცნენ.
Internet.ge