შინაგან საქმეთა მინისტრმა ბაჩო ახალაიამ
პრეზიდენტს გადადგომის მოთხოვნით მიმართა, თუმცა მიხეილ სააკაშვილს ამ დრომდე მისი
გათავისუფლების შესახებ ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.
როგორც „ინტერნეტ.ჯი“-ს შსს-ს
პრესსამსახურის ხელმძღვანელმა სალომე მახარაძემ განუცხადა, ის აღნიშნულ საკითხზე
ინფორმაციას არ ფლობს.
„გადადგომის მოთხოვნით განცხადება
დაწერილია, თუმცა დაკმაყოფილდა თუ არა ის ვერ გეტყვით“,- განაცხადა მახარაძემ.
აღნიშნულ საკითხზე კომენტარს ჯერჯერობით
არც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აკეთებენ.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა
მინისტრმა ბაჩო ახალაიამ პრეზიდენტს გადადგომის მოთხოვნით გუშინ მიმართა.
"მე, როგორც ჩვენი ქვეყნის მოქალაქე,
შეძრწუნებული ვარ იმ დანაშაულით, რომელიც გლდანის მერვე საპყრობილეში გამოვლინდა.
მიუხედავად იმისა, რომ მე უკვე წლებია აღარ ვხელმძღვანელობ სასჯელაღსრულების
სისტემას, ზოგიერთმა ხელმძღვანელმა პირმა, რომლებიც ვალდებულნი იყვნენ არ დაეშვათ
მსგავსი ამაზრზენი ფაქტები, ჩემი ხელმძღვანელობის დროს დაიწყო მუშაობა სისტემაში.
აქედან გამომდინარე მე ვგრძნობ მორალურ და
პოლიტიკურ პასუხისმგებლობას იმის გამო,
რომ ჩვენ ვერ აღვკვეთეთ ეს საშინელი პრაქტიკა. ამიტომ მივმართე პრეზიდენტს ჩემი
გადადგომის შესახებ განცხადებით" - აცხადებს ახალაია.
Internet.ge