გლდანის მე-8 სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში, სასჯელაღსრულების,
პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა ახალი მინისტრი, გიორგი ტუღუში
მივიდა.
ტუღუში ციხესთან შეკრებილ პატიმართა ოჯახის წევრებს გაესაუბრა, რის
შემდეგაც მსჯავრდებულებთან შესახვედრად გაემართა.
ამ დროისათვის, გლდანის ციხეში რიგგარეშე პაემნები გრძელდება. დღეს
დილით ნახევარი საათის განმავლობაში შეხვედრები შეწყვეტილი იყო, მიზეზი კი,
ოთახებში არსებული ანტისანიტარია დასახელდა. ამ დროისათვის მოკლევადიანი პაემნები
ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს.
internet.ge