სამების
საკათედრო ტაძარში ღვთისმშობლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საღმრთო
ლიტურგია მიმდინარეობს. წირვას საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი მცხეთა–თბილისის
მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტი უწმინდესი და
უნეტარესი ილია მეორე აღავლენს.
წირვის
შემდეგ პატრიარქი იქადაგებს და შეკრებილ საზოგადოებას დღევანდელ დღესასწაულს
მიულოცავს.
ტაძარში
ასევე იკრიბებიან, აქციის მონაწილე სტუდენტებიც, რომლებიც 2 დღის განმავლობაში,
ციხეებში პატიმართა წამებას აპროტესტებენ.
გუშინ პატრიაქრმა ყველას სიმშვიდისა და ლოცვის გაძლიერებისკენ მოუწოდა.
internet.ge