GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
N18 სამკურნალო დაწესებულებიდან 27 პატიმარი გაიყვანეს
16:47 21.09.2012
დღის სიახლეები
სახალხო დამცველის აპარატის პრევენციის და მონიტორინგის დეპარტამენტი სხვადასხვა სასჯელაღსრულების დაწესებულებების მონიტორინგს უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს. 

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, 2012 წლის 20 სექტემბერს, პრევენციული ჯგუფი იმყოფებოდა N8 დაწესებულებაში იქ არსებული ვითარების შესასწავლად. პატიმრებმა გასაუბრებისას განაცხადეს, რომ უკანასკნელ დღეებში მათ მიმართ რაიმე სახის ფიზიკურ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია. თუმცა, ამავდროულად პროტესტს და აღშფოთებას გამოთქვამდნენ მათ მიმართ N8 დაწესებულებაში სხვადასხვა დროს განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით და ითხოვდნენ დამნაშავე და მოძალადე პირების დასჯას. ამასთანავე, არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, პატიმრების თხოვნაა, დღე-ღამის განმავლობაში არ გაუთიშონ რადიოები და ერთმანეთს მოუწოდებდნენ შეენარჩუნებინათ სიმშვიდე. N8 დაწესებულებაში 20 სექტემბერს საღამოს და ღამის საათებში ვითარება ექვემდებარებოდა კონტროლს. 

N8 დაწესებულების ირგვლივ შეკრებილი პატიმრების ოჯახის წევრების განმარტებით, 20 სექტემბერს დაწესებულების ტერიტორიიდან გავიდა რამდენიმე ე.წ. „ეტაპის მანქანა“, რამაც გამოიწვია ოჯახის წევრთა გაურკვევლობა, თუ სად მოხდა პატიმართა ეტაპირება. აღნიშნულთან დაკავშირებით, უპირველეს ყოვლისა ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ 20 სექტემბერს მოხდა პატიმრების გადაყვანა არა N8 დაწესებულებიდან, არამედ, N18 სამკურნალო დაწესებულებიდან სასჯელის მოხდის ადგილებზე. საზოგადოების დიდი ინტერესიდან გამომდინარე, სახალხო დამცველის აპარატი, კანონის მოთხოვნათა დაცვით, აქვეყნებს N18 სამკურნალო დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ მოწოდებულ სიას ა/წ 20 სექტემბერს გადაყვანილ პატიმართა თაობაზე, იმ დაწესებულებების მითითებით, სადაც აღნიშნული პატიმრები იქნენ ეტაპირებულები: 

1. გიორგი ბორისის ძე მ. დაბ. 1985 წ. - ქუთაისის N2 დაწესებულება 
2. თამაზ ენვერის ძე ღ. დაბ. 1981 წ. - გეგუთის N14 დაწესებულება 
3. ენუქი გივის ძე შ. დაბ. 1986 წ - გეგუთის N14 დაწესებულება 
4. გოჩა ჯანიერის ძე ლ. დაბ. 1984 წ. - გეგუთის N14 დაწესებულება 
5. ჯანდრიკო ველოდის ძე ჭ. დაბ. 1962 წ - ქსნის N15 დაწესებულება 
6. გაიოზ ვახტანგის ძე ხ. დაბ. 1970 წ. - ქსნის N15 დაწესებულება 
7. ავთანდილ ივანეს ძე ც. დაბ. 1960 წ. - ქსნის N15 დაწესებულება 
8. ბექა როინის ძე ნ. დაბ. 1973 წ. - ქსნის N15 დაწესებულება 
9. შოთა შოთას ძე შ. დაბ. 1988 წ. – N19 ტუბდაწესებულება 
10. დავით მურმანის ძე შ. დაბ. 1988 წ. – N19 ტუბდაწესებულება 
11. გოჩა ანზორის ძე კ. დაბ. 1967 წ. – N19 ტუბდაწესებულება 
12. მამუკა ომარის ძე მ. დაბ. 1967 წ. – N6 დაწესებულება 
13. გიორგი ჩაყანის ძე ხ. დაბ. 1974 წ. – N6 დაწესებულება 
14. მიხეილ გიორგის ძე ფ. დაბ. 1986 წ. – N6 დაწესებულება 
15. როლანდ თემურის ძე გ. დაბ. 1987 წ. - რუსთავის N16 დაწესებულება 
16. ლევან ლევანის ძე ჭ. დაბ. 1987 წ. - რუსთავის N16 დაწესებულება 
17. თეიმურაზ ბიჭიკოს ძე ბ. დაბ. 1968 წ. - რუსთავის N16 დაწესებულება 
18. აკაკი ჯემალის ძე ხ. დაბ. 1985 წ. - რუსთავის N16 დაწესებულება 
19. მერაბ ზორბეგის ძე კ. დაბ. 1953 წ. - რუსთავის N17 დაწესებულება 
20. მერაბ დურმიშხანის ძე მ. დაბ. 1968 წ. - რუსთავის N17 დაწესებულება 
21. გიორგი ავთანდილის ძე დ. დაბ. 1985 წ. - რუსთავის N17 დაწესებულება 
22. ლევან გარიკის ძე გ. დაბ. 1996 წ. - რუსთავის N17 დაწესებულება 
23. დავით დავითის ძე ც. დაბ. 1988 წ. – N8 დაწესებულება 
24. გიორგი გოჩას ძე ნ. დაბ. 1987 წ. – N8 დაწესებულება 
25. რევი იგორის ძე დ. დაბ. 1979 წ. – N7 დაწესებულება 
26. სპარტაკ გარიბალდის ძე ჯ. დაბ. 1971 წ. – N7 დაწესებულება 
27. ლევან თაფჩის ძე ც. დაბ. 1974 წ. – N7 დაწესებულება. 

internet.ge
აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
2012 წლის ბიუჯეტი იზრდება1
ლარი კიდევ რამდენიმე თეთრით გამყარდა2
მოსამართლის გადაწყვეტილებით გია ცერცვაძე პატიმრობაში რჩება3
ხადური: პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის თანხების შემცირება ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით მოხდა4
ნოდარ ხადური აშშ-ს ხაზინის ტექნიკური მხარდაჭერის ოფისის წარმომადგენელს ანა გრინს შეხვდა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X