18-ე დაწესებულებიდან გადაყვანილი ორი მსჯავრდებული რეანიმაციაში იმყოფება
00:16 22.09.2012
|
დღის სიახლეები
|
საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებული სამედიცინო
დაწესებულება შპს „ნიუ ჰოსპიტალსში“ იმყოფებოდა, სადაც მოინახულა სასჯელაღსრულების
დეპარტამენტის #18 (სამკურნალო) დაწესებულებიდან გუშინ, გვიან ღამით
გადაყვანილი მსჯავრდებულები კ. კ. და ა. ნ.
სახალხო დამცველის რწმუნებული გაესაუბრა სამკურნალო დაწესებულების
ხელმძღვანელობას და სამედიცინო პერსონალს. მან ადგილზე შეამოწმა
მსჯავრდებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა და პირობები.
სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, ამჟამად, პაციენტთა მდგომარეობა მძიმეა და ისინი რეანიმაციულ
განყოფილებაში არიან მოთავსებული. სამკურნალო დაწესებულებიდან მოპოვებული
მასალების მიხედვით, მსჯავრდებულებს ჩაუტარდათ დიაგნოსტიკური გამოკვლევები
და უტარდებათ შესაბამისი მკურნალობა.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|