GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
„Summer Job“-ის მონაწილეებს პლასტიკური ბარათებით საქართველოს ბანკი უზრუნველყოფს
14:51 12.04.2012
დღის სიახლეები

საქართველოს ბანკი სტუდენტთა დასაქმების პროგარამა „Summer Job“-ის მონაწილე 25 000 სტუდენტისათვის პლასტიკურ ბარათებს დაამზადებს. 

„Summer Job“-ში მონაწილე ყველა სტუდენტი, საქართველოს ბანკის მიერ დამზადებული პლასტიკური ბარათის მეშვეობით,  შეძლებს პროგრამის ფარგლებში გამომუშავებული თანხის მიღებას. ბარათით ასევე შეაძლებელია სხვადასხვა ანგარიშსწორების განხორციელება, როგორც საქართველოს, ისე საზღვარგარეთის სავაჭრო ობიექტებსა და ბანკომატში. 

შესაბამისი მემორანდუმი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრსა და საქართველოს ბანკს შორის დღეს გაფორმდა. შეთანხმებას ხელი სტუდენტთა დასაქმების პროგრამის სპიკერმა მარიამ საჯაიამ და საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ მიხეილ გომართელმა მოაწერეს.

სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მხრიდან მიწოდებული ელექტრონული ბაზის საფუძველზე, სადაც   მომხმარებლის მონაცემები, კერძოდ: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, საკონტაქტო ინფორმაცია და რეგისტრაციის კოდი  იქნება თავმოყრილი, მოხდება სტუდენტებისათვის ანგარიშის გახსნა და ბარათების დამზადება.  სტუდენტი  პლასტიკურ ბარათს მის მიერ რეგისტრაციის დროს მითითებულ ბანკის სერვისცენტრში მიიღებს.

პროგრამის მონაწილე სტუდენტებისათვის პლასტიკური ბარათი სპეციალური დიზაინით დამზადდება, რომელზეც  „Summer Job“ პროგრამის ლოგო თეთრ ფონზე იქნება ასახული.

სტუდენტებს პლასტიკური ბარათები უსასყიდლოდ გადაეცემათ, ბარათებზე ანაზღაურება საზაფხულო სამუშაოს დასრულების შემდეგ დაირიცხება. ბანკის მიერ ასევე შემოთავაზებულია პირობა, რომ ანგარიშზე არსებულ დადებით ნაშთს სარგებელი დაერიცხება.

Internet.ge

 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
მაია ფანჯიკიძე: ზურაბ აბაშიძეს რუსეთში დიდი ავტორიტეტი აქვს1
საკოორდინაციო საბჭომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა აქტუალური პრობლემები განიხილა2
თარგამაძე: სექსულური უმცირესობების აქცია გასეირნებად არ უნდა შეფასდეს3
გვარამია: ამ ხნის განმავლობაში ჩვენ არც ერთი დღით არ დაგვიგვიანია ხელფასის გაცემა4
სააკაშვილი: ”ნაციონალური მოძრაობა” დაბრუნდება უფრო მეტი სიახლით, უფრო დიდი ძალით, მეტი იდეებით, ვიდრე ოდესმე, თავისი ისტორიის განმავლობაში5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X