"თავისუფლების ინსტიტუტის"
წარმომადგენელი თეა თუთბერიძე ბაჩო ახალაიას
გადადგომის ფაქტს „facebook”- ის საშუალებით გამოეხმაურა.
თუთბერიძე წერს, რომ ბაჩო ახალაიათი
ამაყობს და საკუთარ შვილს ყოფილი მინისტრის თვისებებს უსურვებს.
„დიახ! ვამაყობ ბაჩო ახალაია შენით! მეამაყები სხვა იმ დღეს მოქმედი მინისტრების ნაწილისგან განსხვავებით, რომლებიც მხოლოდ სკამებს ათბობენ და პოლიტიკური ქულების ჩაწერაზე არიან ორიენტირებულები, რეფორმების გატარების ნაცვლად. მათ ხომ შენგან განსხვავებით ეშინიათ რეალური რეფორმების გატარების, რომ საზოგადოების ნაწილი რისხვა არ მიიღონ, რადგან ყველამ კარგად ვიცით, რომ რეფორმები ყოველთვის მტკივნეული პროცესია. შენ მუდმივად გაკლდა ის რაც თურმე ამ საზოგადოებაში მთავარი ყოფილა – ნაძირლობა და არაკაცობა! „დამიწყევლია“ ჩემი ორი წლის შვილი და მისურვებია, რომ გამეზარდოს შენისთანა „ჯალათი“, შენისთანა „მწამებელი“, შენისთანა „სადისტი“, შენისთანა “მოძალადე”, შენისთანა “მკვლელი” და შენისთანა „არაადამიანი“!“,-
აცხადებს თუთბერიძე.
წერილის სრული ვერსიის გასაცნობად იხ ბმული.
Internet.ge