სოლიდარობის აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი დაჩი ცაგურია პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის
ბარალდებით დააკავეს.
როგორც „ინტერნეტ.ჯი“-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის
ხელმძღვანელმა სალომე მახარაძემ განუცხადა, ცაგურიამ და მისმა მეგობარმა ბექა
ალადაშვილმა პოლიციას სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენეს.
„პოლიციამ რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომობილს, რომელიც
მოძრაობის წესების დარღვევით გადაადგილდებოდა შეჩერებისკენ მოუწოდა, თუმცა ცაგურია და
მისი მეგობარი პოლიციის მოთხოვნას არ დაემორჩილნენ, ავტომობილის იძულებით გაჩერების შემდეგ, მოქალაქეებმა პოლიციელებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს“,- აღნიშნა მახარაძემ.
internet.ge