ინდოეთში წითელი წვიმა მოდის, რომელიც ძალიან ჰგავს სისხლს და ყველაფერს სისხლისფრად ღებავს – მათ შორის, ადამიანებსაც.
როგორც თვითმხილველები ყვებიან, წვიმამ მომენტალურად შეღება გზები და შენობები.
როგორც ასტრობიოლოგმა გოდფრი ლუისმა განაცხადა, წვიმის წვეთებში აღმოაჩინეს უცნობი მიკროსკოპული ნაწილაკები, რომლებიც დედამიწაზე მხოლოდ კომეტის ჩამოვარდნის შედეგად შეიძლება მოხვდეს.
ერთადერთი ახსნა ამ მოვლენისა, ჯერჯერობით, არის ის, რომ ნაწილაკები კომეტას მოსწყდა და ჩვენი პლანეტის მიმართულებით წამოვიდა.
ინდოეთში სისხლისფერი წვიმა უკვე რამდენჯერმე მოვიდა. მეცნიერები ამ მოვლენის ზუსტ ახსნას ჯერჯერობით, მხოლოდ ცდილობენ.
internet.ge