გლდანის #8 დაწესებულებაში ლეიბები შეიტანეს, რათა პატიმრებს აღარ მოუწიოთ ფიცარნაგებზე წოლა.
სასჯელაღსრულების პრობაციისა და იურიდიული დახმარების საქმეთა მინისტრის გიორგი ტუღუშის განცხადებით, პატიმართა ყოფითი პირობების გაუმჯობესების პროცესი უკვე დაწყებულია.
ასევე, ამ დრომდე მიმდინარეობს პატიმრებთან რიგგარეშე პაემნები. ამ დროისათვის რეგისტრაცია 2 600 მოქალაქეს აქვს გავლილი, 2 300 მოქალაქე კი, საპატიმროში, ახლობლების მოსანახულებლად უკვე იმყოფებოდა.
internet.ge